“მშვიდობით, ჩვენო უფროსო მეგობარო, ღირსეულო ქალბატონო, მუდამ ჩვენო დოდო დირექტორო! როგორ მენანები!”- ამ სიტყვებით ემშვიდობება ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი ლოლა ჩხაიძე უკანასკნელ გზაზე სკოლის ყოფილ დირექტორს დოდო კვირკველიას.
ემოციური პოსტით გამოეხმაურა ამ ამბავს მესამე საჯარო სკოლის კი დევ ერთი თანამშრომელი თინათინ პაქსაშვილი:- “სიცოცხლე კვდება და სიკვდილი ცოცხლობს, სწორედ ამაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი, რომ ოდესმე იგი შეწყდება…მადლობა ყველაფრისთვის, მე ვბედავდი და ჩემს უფროს მეგობარს გიწოდებდი, შეუდარებელი იყავი და ეს სიტყვა ახლა სულაც არ ჟღერს ხელოვნურად, რადგან თქვენ სწორედ ასეთი იყავით ჩემთვის…”
[sexy_author_bio]