“აქამდე მეგონა, რომ ვიცი, რა არის ფიზიკური ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი და ფიზიკური ტკივილი- ერთად, მაგრამ… არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია. ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება.
უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ასეთი დიდი, ქრისტიანული, ქართული თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ულევი სიხარული და სიკეთე მოგცეთ! შემაძლებინოს ღმერთმა, რომ თქვენს უზარმაზარ თანაგრძნობას სიკეთით ვუპასუხო”,_ წერს “ფეიბუქზე” ირმა ინაშვილი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის, ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიაში დაიღუპა.