კურო _ თავიდან მოიშორეთ დეპრესიული ფიქრები სიცივესთან დაკავშირებით. ჭყეტელა ფერის სვიტერი და პრინტიანი ქურთუქი ყოველ დღეს დღესასწაულად გადააქცევს.
ტყუპი _ მოგიხდებათ აქლემის ბეწვისფერი პალტო. შეგიძლიათ გაიკეთოთ გულსაბნევი, რომელიც ადვილად მიიქცევს ხალხის ყურადღებას. გამოიყენეთ მბზინვარე აქსესუარებიც.
კირჩხიბი _ ქალმა მაკიაჟს ყურადღება უნდა მიაქციოს. აირჩიეთ მკვეთრი პომადა და ყურადღების ცენტრში მოხვედრის არ შეგეშინდეთ. ასტროლოგები მამაკაც კირჩხიბებს ორიგინალური აქსესუარების გაკეთებას ურჩევენ.
ლომი _ ლომებმა ზამთარში ვარცნილობა უნდა შეიცვალონ, სცადეთ ექსპრიმენტები, თუ ყოველთვის გრძელ თმას ატარებდით რადიკალურად შეიმოკლეთ ან შეიღებეთ.
ქალწული _ ზამთარი თქვენთვის საინტერესო თავგადასავლად გადაიქცევა თუ ნათელი ფერის სამოსს ჩაიცვამთ. თავზე ჭყეტელა წითელი ბერეტი ან შლიაპა დაიფარეთ.
სასწორი _ თქვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ზამშეს ფეხსაცმელი. ფერს მნიშვნელობა არ აქვს. საყიდლებზე სპონტანურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
მორიელი _ დაივიწყეთ წითელი პომადა. თუ სხვა სეზონებზე ის მიმზიდველს გხდით, თეთრი თოვლის ფონზე სახეს გაგიმკაცრებთ. გადაერთეთ პასტელურ ფერებზე. ეს ცვლილება თქვენს მეგობრებსა და ოჯახისწევრებს გააოცებს.
მშვილდოსანი _ მშვილდოსანმა ქალებმა თმის აქსეუსარები უნდა შეიძინონ. ასტროლოგები მამაკაცებს თემატური ჰალსტუხების გამოყენებას ურჩევენ. ეს ელემენტები თქვენს ინდივიდუალიზმს ხაზს გაუსვამს.
თხის რქა _ ზამთარი თქვენთვის არის შექმნილი. შეიძინეთ ბროწეულისფერი პალტო ან კაშნე. ქალმა თხის რქებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ,,ბლესკი.”
მერწყული _ მერწყულმა ქალებმა ჯერ მოდის ტენდენციებს უნდა გადაავლონ თვალი, შემდეგ კი – გლამურული მაკიაჟი გაიკეთონ. კაცებს კლასიკური სამოსი მოუხდებათ.
თევზები _ თევზებს ასტროლოგები ყვითელი და მალინისფერი ტანსაცმლის მორგებას ურჩევენ. თუ მუქი ფერები გიყვართ, აქსესუარებით გაახალისეთ LOOK-ი.
[sexy_author_bio]