გურიაში 15 დეკემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება, შემდეგ რამდენიმე მ/წმ-ით დაიკლებს, მაგრამ მაინც ძლიერი იქნება. დღეიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელია +18, + 21 გრადუსი სითბო. მთიან რაიონებში +13, +17 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში +10, +12 გრადუსი. ღამით დაბლობ რაიონებში იქნება +8, +10 გრადუსი სითბო, შეიძლება +9, +12 გრადუსამდე მოიმატოს განსაკუთრებით 15 დეკემბრის ღამეს. მთებში +5, +7 გრადუსი , მაღალმთაში კი -1-სა და +1 გრადუსს შორის იმერყევებს.
16 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. შეიძლება იწვიმოს, როგორც მთიან, ისე მაღალმთიან რაიონებში.
17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსით დაიკლებს. მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება იყოს +13, +15 გრადუსი. მაღალმთაში მოთოვს”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]