როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი გურიაში- ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას დაუკავშირდა.
რა ვითარებაა ამ დროისთვის ჩოხატაურში |
გვაზავას თქმით, ქარის სიძლიერე იკლებს, მაგრამ დროგამიშვებით მოსალოდნელია ისევ გაძლიერდეს.
“დილის და ღამის საათებში დაახლოებით 20-25მ/წმ-ის სიძლიერის ქარი დაფიქსირდა. შესაძლებელია დროგამოშვებით ისევ იქროლოს 20-21მ/წმ-ის სიძლიერის ქარმა, შუა დღის 4-5 საათამდე ნელ-ნელა დაიკლებს. საღამოს კი ჩაწყნარდება”,_ ამბობს გვაზავა.
ინფორმაციისთვის, ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დააზიანა. ქალაქის ტერიტორიაზე 2 ადგილას ხე წაიქცა, მოსახლეობას არ აქვს გაზი და ინტერნეტი. ჯერჯერობით ვცდილობთ გარკვევას მიადგა თუ არა რაიმე სახის ზიანი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს.