იკა ყალიჩავა – ამ სახელსა და გვარს ასახელებენ იმ აუდიოჩანაწერების ფიგურანტები, რომელსაც შსს ასაჯაროებს.
სამართადალდამცველებმა სპეცოპერაციების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, “საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და “ქურდული სამყაროსთვის” სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, “ქურდული სამყაროს” ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.”
უწყების ცნობით, ის, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა და “ობშიაკის” შეგროვებაზე უარს ამბობდა, აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ვერ იღებდა. როგორც ირკვევა, “ქურდული სამყაროს” წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირებაც მოხდა და მხარეები “საქმის გასარჩევად”, თურქეთში,” კანონიერ ქურდ” თ.ხ-სთან გაემგზავრნენ:
“2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.”
წყარო: მთავარიტვ