აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს – „Grammy“-ს ნომინანტები დასახელდნენ.
ლიდერი ნომინაციების რაოდენობით ჯაზის შემსრულებელი ჯონ ბატისტი გახდა. ის 11 კატეგორიაშია წარდგენილი. ჯასტინ ბიბერი, „Doja Cat“ და „H.E.R.“ გამარჯვებისთვის 8 ნომინაციაში იბრძოლებენ, ბილი აილიში და ოლივია როდრიგო კი 7 კატეგორიაში არიან წარდგენილები.
რეპერმა „Jay Z“ 3 ნომინაცია მიიღო და შედეგად, კარიერის განმავლობაში მიღებული ნომინაციების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, რაც „Grammy“-ს ახალი რეკორდი გახდა.
დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 31 იანვარს გაიმართება.
[sexy_author_bio]