ჩვენს ოფისში ახალი წევრია _ ეს წითური ფისო რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა “გურია ნიუსის” ჩოხატაურის ოფისის წინ, ქუჩაში. მაშინ მხოლოდ გამოვკვებეთ, გავათბეთ და ისევ თავის ადგილს დავუბრუნეთ. მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. დღეს ისევ მოგვაკითხა, გათბა, რძეც მიირთვა, სამუშაოსაც თვალი გადამივლო და მერე სამუშაო მაგიდაზევე ჩაეძინა.