ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ ვითარებას, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ვითარება სტაბილურია.
„ვითარება უცვლელია. ვერ ვიტყვით, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა ან გაუარესდა. რამდენიმე სასწავლო დაწესებულება ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზეა გადაყვანილი, როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების ინფიცირების გამო“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 5422 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4705 პაციენტი, გარდაცვლილია 72.