ცოტა ხნის წინ კომპანიამ „NordPass“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლების შესახებ, რომლებსაც მომხმარებლები საკუთარი მონაცემების დასაცავად იყენებენ.
ანგარიშის მიხედვით, ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი კვლავ უმარტივეს პაროლებს, საკუთარ სახელებს, სპორტული გუნდების სახელწოდებებსა და ავტომობილების მოდელებს იყენებს.
NordPass-ის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლია „123456“. მას 103 170 552 მომხმარებელი იყენებს. მეორე ადგილზეა პაროლი „123456789“, მესამეზე კი „12345“. ლიდერთა ათეულში შესული პაროლების გასატეხად 1 წამიც საკმარისია.
[sexy_author_bio]