ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
მომხდარის შედეგად მანქანაში მსხდომი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.