ქობულეთში, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, _ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პირადი ნივთებიც.
ორივე საცხოვრებელი რომან ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
დაზარალებულები დროებით მეზობლებთან რჩებიან, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ, ოჯახის სურვილის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ.
წყარო: აჭარის ტელევიზია