ხოაკინ ფენიქსი _ მსახიობი ბავშვობიდან ვეგანია. ფენიქსმა ცხოველთა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-სთანაც ითანამშრომლა და კამპანიაში „დაასრულე სპეცისიზმი“ ჩაერთო. კინოვარსკვლავმა განაცხადა, რომ ვეგანური ცხოვრების სტილი სამი წლისამ აირჩია, მას შემდეგ, რაც მან და თავისმა და-ძმებმა ნახეს, როგორ „სასტიკად ხოცავდნენ თევზებს“.
სტივი უონდერი _ მუსიკის ლეგენდამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ 2014 წელს, გარემოს დაცვითი და საკუთარი ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინებით, ვეგანი გახდა.
მომღერალს ვეგანობის იდეა იმდენად უყვარს, რომ ჯეიმს კორდენის გადაცემაში მას სიმღერაც კი მიუძღვნა.
პამელა ანდერსონი _ პამელა ანდერსონი უკვე ათწლეულებია, ვეგანია და ამაზე ღიად საუბრობს. ამის გამო მან პოპულარულ „Ice Bucket Challenge“-ში ჩართვაზეც კი უარი განაცხადა, როცა შეიტყო, რომ კამპანიის ორგანიზატორი „ALS Association“ ცხოველებზე ცდიდა თავის პროდუქციას. სანაცვლოდ მსახიობი და მოდელი PETA-ის არაერთ კამპანიაში გამოჩენილა. რამდენიმე თვის წინ, ვეგანობის სარგებლის ახსნას ანდერსონმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტიც მიუძღვნა.
ნატალი პორტმანი _ ამერიკელი მსახიობი თავის გარეგნობას ვეგანური დიეტის შედეგად მიიჩნევს. კინოვარსკვლავი იქვე აღნიშნავს, რომ მისი საყვარელი ვეგანური კერძებია შემწვარი კარტოფილი და გვაკამოლე, ფენოვანი ცომის ორცხობილები და შვრიის რძით მომზადებული კაპუჩინო.
[sexy_author_bio]