ნობელიანტ მწერალს, ორჰან ფამუქს, თავის რომანში ჟამიანობის ღამეები „ათათურქის და თურქეთის დროშის“ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ბრალდებებზე უკვე დაწყებულია გამოძიებაც.
2021 წლის აპრილში, იზმირელმა იურისტმა, ფამუქის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა. სარჩელის ტექსტში იგი აღნიშნავდა, რომ ცნობილმა მწერალმა საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია, თავის წიგნში, ჟამიანობის ღამეები, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის, შეურაცხყოფის გამო. ამასთან, მოსარჩელე ფამუქს თურქეთის დროშის დაცინვაშიც ადანაშაულებს.
იზმირის პროკურატურამ სარჩელი სტამბოლში გაგზავნა, თუმცა, სტამბოლში გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც, მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ნოემბერში კი სასამართლომ საჩივარი ცნო და გამოძიება თავიდან დაიწყო.
საქმის გამოძიება 5816-ე კანონით მიმდინარეობს, რომელიც „ათათურქის ხსოვნის“ დასაცავად კრძალავს თურქეთის მოქალაქის მიერ მის შეურაცხყოფას და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ფამუქი ყველა ბრალდებას უარყოფს.
[sexy_author_bio]