გორში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხდა.
დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც შემდეგ ეზოში გაგრძელდა.
ჩხუბის დროს დაიჭრა ერთი მამაკაციც.
ჩხუბში მონაწილეობდნენ ძმები და მათთან მყოფი ერთი პირი. გარდაცვლილია ერთ-ერთი ძმა.
გორის პოლიციამ გარდაცვლილის ძმა დააკავა.
წყარო: qartli.ge