გურიაში ახალი წლის დღეებში ითოვებს, უშუალოდ 31 დეკემბერს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გურიაში 31 დეკემბრის ჩათვლით თბილი ამინდები, 12-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ღამით დაბლობ რაიონებში -3-4 გრადუსი ყინვა, მთაში ცოტა მეტი -5, -7 გრადუსი ყინვა იქნება, მაღალ მთაში შესაძლებელია -9, -11 გრადუსი ყინვა ამ საღამოს და 31 დეკემბრის ღამესაც. 1-ელ იანვარს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან არამდგარი ამინდია მოსალოდნელი. 2-3-4 იანვარს ითოვებს, ყინვები შერბილდება”,_ გვითხრა გვაზავამ.