დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს აქვეყნებს. დეკანოზი ფილადელფიაში კანადის სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის სტუმრობის შესახებ ყვება.
“საინტერესო ამბავი
დღეს, ფილადელფიაში გვსტუმრობდა, მისი აღმატებულება სრულუფლებიანი ელჩი კანადაში ბატონი კონსტანტინე ქავთარაძე და ეს ამბავი გვიამბო.
კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ყოფილა ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავის დროზე გაუკეთებია, საქართველოს ეროვნული გმირის კოტე აფხაზის შვილს, ნიკო- ნიკოლოზ აფხაზს მეუღლესთან ერთად. შემდეგ ეს ბაღი შეუსყიდია კანადის მოქალაქეს და გადაუწყვეტია ბაღის ცენტრალურ ადგილას საცხოვრებელი სახლის აშენება (კანადაშიც ყოფილან…) ქალაქის მოსახლეობა წინ აღდგომია ამ ამბავს და არ ააშენებინეს სახლი და ბაღი გამხდარა საზოგადოებრივი პარკი. ამ ბაღში მომუშავე სელექციონრებს გამოუყვანიათ ეს ულამაზესი და საოცარი თეთრი ვარდი, რომელსაც სახელად უწოდეს ,,აფხაზეთის დედოფალი”
პარკში განთავსებულ საინფორმაციო აბრაზე განთავსებული ყოფილა ინფორმაცია : აფხაზეთი საქართველოა და იგი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ბაღი ამჟამად, უშუალოდ ბატონი კონსტანტინე ქავთარაძის ღვაწლით უშუალოდ ელჩის პატრონაჟით ქვეშაა და ჰქვია აფხაზის ბაღი.