საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა და გამარჯვებულებს პრიზები უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
გამოკითხვის შედეგად ლანჩხუთისა და საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხატია ჭყონია ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2020 წელს ხატია ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დაეუფლა. „ლანჩხუთის“ შემტევს ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.
საუკეთესო მწვრთნელს ჯილდო ფეხბურეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლანჩხუთისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თავკაცს გიორგი ჩხაიძეს გადასცა. იგი უკვე ზედიზედ მეორედ დასახელდა ქალთა შორის ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით, „ლანჩხუთი“ სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.
[sexy_author_bio]