ოზურგეთში კოვიდინფიცირების 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“ამ სადღესასწაულო დღეების მერე ნახტომისებური მატება გვაქვს. ამ მატებას ველოდით, რადგან ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები. რეგიონში ლაბორატორიული ჩაღრმავებული კვლევა ვირუსის გენომის დასადგენად არ ტარდება, მაგრამ საერთო მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ცირკულირებს ორივე მუტაცია ვირუსის, ეს არის დელტა შტამი და ომიკრონის შტამიც. შესაბამისად, გვაქვს შედეგიც. მოსალოდნელი პროგნოზებით ველოდებით კიდევ მატებას, რადგან დაემთხვა სადღესასწაულო დღეები, ვერ იქნებოდა დაცული რეგულაციის წესებიც, რაც განაპირობებს ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებურ მატებას”,_ ამბობს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 11662 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10638 პაციენტი, გარდაცვლილია 90.