რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავისი ჯარის შემადგენლობაში თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონს შექმნეს, რათა მომავალი არმიის ნაწილი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას khaama ავრცელებს.
თალიბანის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის პრეს-სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ბატალიონი სპეციალური ოპერაციების დროს იქნება გამოყენებული და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის ჯარში ქალებსაც აიყვანენ.
მანამდე IEA-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშაობენ 100 000-კაციანი არმიის მშენებლობაზე, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, IEA-მ თვითმკვლელი თავდამსხმელები განალაგდება ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვარზე ტაჯიკეთთან, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
თვითმკვლელი თავდამსხმელები იყო თალიბანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, როგორც ამერიკელების, ისე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ.
[sexy_author_bio]