საშობაო ლანჩი – სამეფო ოჯახი სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ წირვაზე დასწრების შემდეგ იკრიბება და ისეთ ტრადიციულ კერძებს მიირთმევს, როგორიც ლობსტერით დამზადებული სალათი და შემწვარი ინდაურია.
საშობაო საჩუქრებს ოჯახის წევრები შობის წინა დღეს, შუადღის ჩაის ცერემონიის შემდეგ ხსნიან. ეს ტრადიცია მათი გერმანული წარმოშობიდან მომდინარეობს.
საჩუქრების გახსნის ცერემონიას პრინცი ჩარლზი ხელმძღვანელობს. საჩუქრები, ტრადიციულად, მაგიდის ირგვლივ, ოჯახის თითოეული წევრისთვის განსაზღვრულ ადგილას იდება.
სახალისო საჩუქრები – ოჯახის წევრები ერთმანეთს ძვირადღირებული საჩუქრებით ვეღარ გააკვირვებენ, ამიტომაც ხნსა იუმორში ნახეს და ხშირად უჩვეულო სიურპრიზებსაც უწყობენ ერთმანეთს, მაგალითად, პრინცი ჩარლზისთვის, ყველაზე საყვარელი საჩუქარი პრინცესა ანას მიერ მიძღვნილი ტყავის საპირფარეშოს დასაფენია, რომელიც იმდენად უყვარს, რომ მის გარეშე არც კი მოგზაურობს.
ფეხბურთი – შობის წინა დღეს პრინცი ჰარი და უილიამი სპორტითაც კავდებიან და ფეხბურთში ცდილობენ საკუთარი უპირატესობების დამტკიცებას.
საშობაო ვახშამი ერთადერთია, რომელსაც ოჯახის შეფმზარეული ესწრება და მას ალკოჰოლური სასმელებითაც უმასპინძლდებიან.