დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორეს თქმით, არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის და კეთილი გაიმარჯვებს!
,,ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ქრისტეშობის დიდ დღესასწაულს!
დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!” ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული.
დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს!
დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა – სააქაოს და საიქიოს.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!”, – განაცხადა ილია მეორემ.