,, ხდება ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილები ვიყოთ ამ სისხლის ღვრის, ამ შეტაკებების, ამ ადამიანური განუკითხაობის მიმართ.“ – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
,,ყველამ ვიცით, რომ ურთულესი მოვლენები ხდება ჩვენი ოდესღაც ერთიანი უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ხალხი ერთმანეთს მძიმე სამოქალაქო კონფლიქტში შეეჯახა, სისხლი მართლაც იღვრება. და ეს ძალიან ახლოსაა, ეს ხდება ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილები ვიყოთ ამ სისხლის ღვრის, ამ შეტაკებების, ამ ადამიანური განუკითხაობის მიმართ.
დღეს კი, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ვლოცულობ რომ უფალმა წყალობა გაიღოს ყაზახი ხალხის მიმართ, რათა დამყარდეს მშვიდობა, – თქვა რუსეთის პატრიარქმა.
ცნობისთვის, ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მასობრივი არეულობის შედეგად ქვეყანაში 18 სამართალდამცველი გარდაიცვალა, 700 – ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.
მისი თქმით, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
,,ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო. ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.“ – განაცხადა პრეზიდენტმა
ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.
6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.
ცნობისთვის, პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]