ოზურგეთში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 91-ე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ბინაზე გარდაიცვალა.
“გარდაიცვალა პაციენტი ბინაზე, დილის 4 საათზე. დღის განმავლობაში მოხერხდა ის, რომ რეგულაციების დაცვით გააპატიოსნეს. 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ეს დრო დღეს გადის”,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
როგორც ცნობილია, მამაკაცის ინფიცირება რეგულაციების დარღვევას უკავშირდება.
ოჯახის ახლობლების თქმით, ის აჭარაში, ქორწილში თამადად იმყოფებოდა.