“უკვე ჩაგიხუტა შენმა ნანატრმა ჩოხატაურმა, ჩემო ძამიკო”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ირმა მინდაძემ დაწერა, რომლის ძმა, 5 იანვარს საფრანგეთში გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, გია მინდაძე სარკომას წლების განმავლობაში ებრძოდა და ის მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს გიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მწუხარებაში მყოფ მშობლებს, დებს, ყველა ახლობელს.