ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს:
„გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.
ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამოდენიმეჯერ.
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.
ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“.