სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მოლარე-კონსულტანტების ხელფასებზე ბიუჯეტიდან 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.
“აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.