კალანდა დღის აღნიშვნამდე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში ტექნოპარკის გახსნას დაესწრო.
ნათია თურნავა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მსგავსი დაწესებულების გახსნა დღევანდელ დროს მეტად მნიშვნელოვანია.
მანვე შეხვედრი დროს დაანონსა ახალი პროექტის შესახებ.
“17 იანვარს იწყება ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონს შეეხება და ერთ-ერთი მათგანი არის გურია. საუბარი არის ინოვაციურ სტარტაპებზე, ინოვაციურ იდეებზე. იქნება 15 000-იდან 100 000 -იანი გრანტები. გამარჯვებულები კონკურსის მეშვეობით გამოვლინდებიან. “ – თქვა ნათია თურნავამ.
ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის,“ სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.
[sexy_author_bio]