თაგვი (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)
წლის განმავლობაში წვრილმანი პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ ვეფხვს მოსწონს თაგვის მაღალი ადაპტაციის უნარი და ეშმაკური სვლები, ამიტომ მის მიმართ მოწყალე იქნება. ვირთხებს წინ თავბრუდამხვევი წარმატებები ელით ნებისმიერ სფეროში. ოჯახში კონფლიქტებია მოსალოდნელი, ამიტომ დროულად უნდა მოთოკოთ ემოციები, რათა სიტუაცია ხელიდან არ გაგექცეთ.
დაუოჯახებელ თაგვებს არასასურველი ქორწინების რისკი ელოდებათ, ამიტომ ყურადღებით იყავით.
ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)
ხარებს დადებითი ცვლილებები ელით, რომლებიც ცხოვრების ბევრ სფერო შეეხება: ფინანსებს, კარიერას, ჯანმრთელობას, მეგობრობას. ისინი, ვინც წინა წელს ბიზნესში დიდი ზარალი ნახა, სტაბილურობის მიღწევას შეძლებენ, თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ, რაც, პრინციპში, მათთვის ჩვეული ამბავია.
მარტოხელა ხარებო, ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ თქვენი ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა და გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას.
ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)
ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, ვეფხვებმა 20-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური ხარჯები გაიზრდება და ფულის დაზოგვა უფრო რთული იქნება. რთული იქნება საკუთარ ბრაზთან გამკლავებაც, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
მარტოხელა ადამიანები ცხოვრების მეგზურს იპოვიან, ხოლო დაოჯახებულები კავშირებს უფრო განამტკიცებენ.
კურდღელი (1963, 1975, 1987, 1999, 2011)
კურდღლებს სიყვარულში გაუმართლებთ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, რთული წელი ექნებათ, ამიტომ არ უნდა გარისკოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და თუ საშუალება მოგეცათ, თამამად გაემგზავრეთ რომანტიკულ მოგზაურობაში.
დრაკონი (1964, 1976, 1988, 2000, 2012)
ახალ წელს დრაკონები უჩვეულოდ გააქტიურდებიან და მათი ცხოვრება მხიარული მოვლენებით აივსება. რა თქმა უნდა, სირთულეებიც იქნება, მაგრამ საბოლოოდ, ეს წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგება.
ეცადეთ, მიზნები და პრიორიტეტები გამოკვეთოთ და თანდათანობით შეუდგეთ მათ განხორციელებას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
გველი (1965, 1977, 1989, 2001, 2012)
გველს მთელი წლის განმავლობაში პატარ-პატარა პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, ამიტომ არ უნდა მოდუნდეთ.
ადამიანები, რომლებსაც მუშაობა არ ეზარებათ, დაწინაურებას შეძლებენ. ჯანმრთელობა წესრიგში იქნება, ოჯახურ ურთიერთობებს კი მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ცხენი (1966, 1978, 1990, 2002, 2014)
ცხენებს წლის დასაწყისში ქაოსი და არეულობა ელით, თუმცა კონფლიქტების მიუხედავად, ეს წელი სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, მთელი ყურადღება საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი შრომა აუცილებლად სასურველ შედეგს მოგიტანთ.
ჯანმრთელობისა და ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია. მცირე პრობლემებზე კი ყურადღების გამახვილებაც არ ღირს.
ცხვარი(1967, 1979, 1991, 2003, 2015)
ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით, ვერძი წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევს. ფულის შოვნის და კარგად ცხოვრების ახალ გზებს აღმოაჩენთ. ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი შესანიშნავადაა. მარტოხელა ვერძებს ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრა და ბედნიერი ქორწინება ელით.
მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004, 2016)
ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მაიმუნებს წარმატებული წელი ელით. გახსოვდეთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა განუწყვეტელ შრომას მოითხოვს, ამიტომ ნუ იზარმაცებთ. შესაძლოა, სიყვარულში არ გაგიმართლოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.
მამალი (1969, 1981, 1993, 2005, 2017)
ეს წელი მამლებს სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება – შესაძლოა, ახალი სამსახური და უკეთესი ცხოვრება დაიწყოთ. მთავარია, მიმდინარე პრობლემებს გაუმკლავდეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება.გამორიცხული არ არის, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ ან ხანგრძლივი, რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.
ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)
ამ წელს ძაღლს გარკვეული სირთულეები შეექმნა, მაგრამ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარება, ადვილად გაუმკლავდება. მოსალოდნელია წარმატებული ინვესტიცია, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის მხრივ კი პრობლემები არ გელით.
ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007)
ღორებისთვის მთავარი სიძუნწესთან და სიხარბესთან გამკლავება იქნება. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.სასიყვარულო ფრონტზე ორაზროვანი სიტუაციაა, მაგრამ თუ თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ, დაუვიწყარი წელი გელით.