შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
როგორც სელჩო FACEBOOK გვერდზე წერს, შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.
აქვე, უწყება ამ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში შესვლისას ტესტირების ჩატარება აუცილებელია და ქვეყანაში შესვლის ნებას მხოლოდ კოვიდ-სერტიფიკატი არ იძლევა.
[sexy_author_bio]