უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიდეო მიმართვისას განცხადა, რომ აგრესორი სახელმწიფო მოსახლეობაში მიზანმიმართულად თესავს პანიკას, რათა წინააღმდეგობა შეასუსტოს და ინვესტორები განდევნოს.
ზელენსკიმ, ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ ძალებსა და არმიაში რწმენა.
„საინფორმაციო სივრცე სავსეა შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ, იმის თაობაზე, რომ შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს ნებისმიერ მომენტში, თითქოს, მზად არ ვართ, თუმცა მარტო არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს.
რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ.
ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება თუკი მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში, დაიწყებენ დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას”
პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.