ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერის მოადგილეები დანიშნა. ვაკანტური პოზიციები ნათია გოლიაძემ და ნიკა ბოლქვაძემ დაიკავეს, _ აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერი ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
“მერიის გუნდს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა.
საკადრო გადაწყვეტილება მივიღე და თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარვუდგინე.
ნათია გოლიაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო, ნიკა ბოლქვაძე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუწევს კურირებას.
ნათიას და ნიკას კერძო სექტორში მუშაობის პოზიტიური გამოცდილება გააჩნიათ, იცნობენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან და ჩვენი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი”, _ ნათქვამია ავთანდილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.