“არ არის ელექტროენერგია, არ არის გზა… ” _ ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძემ გურია ნიუსთან” ისაუბრა.
ტრაქტორები ჰყავთ ისეთი, ზოგს საბურავები არ უვარგა, ზოგს რა ნაწილი უფუჭდებ,ა ღმერთმა იცის… პრაქტიკულად, სოფლებში უჭირთ გადაადგილება”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ბაჩო ახალაძემ.
ბაჩო ახალაძესთან საუბრის შემდეგ “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს დაუკავშირდა.
დავით შარაშიძე ახალაძეს ურჩევს “ხალხს გვერდში დაუდგეს”.
“სახლში თბილად ჯდომას გირჩევნია, გამოხვიდე და ხალხს გვერდში დაუდგე, ისევე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, შეეშვი დემაგოგობას”, _ ურჩევს შარაშიძე ბაჩო ახალაძეს.
დღეს ვაგრძელებთ მთელი ღამე მუშაობას და დილიდან გადავალთ შიდა გზების გასუფთავებაზე”, _ ამბობს შარაშიძე.