უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნნევს, რომ, შესაძლოა, რუსეთი შეიჭრას უკრაინის დიდ ქალაქებში, კერძოდ კი ხარკოვში, რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით, _ ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-ს განუცხადა.
„თუ რუსეთი გადაწყვეტს ვითარების ესკალაციას, ის ამს, რასკვირველია, შეეცდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისტორიულად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ნათესაური კავშირები აქვთ რუსეთთან.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ხარკოვის ოკუპაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყირიმის ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ, ეს მოსალოდნელია.
ხარკოვში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ამ ქალაქის ოკუპაცია იქნება არა უბრალოდ ოკუპაცია, არამედ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისი“, _ თქვა ზელენკიმ.