ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობების პირთა თანამდებროვი სარგოების ოდენობები გაიზარდა.
საკრებულოს სხდომაზე დაყენებულ საკითხს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იქნება 4510 ლარი, პირველ მოადგილის _ 3410 ლარი, მეორე და მესამე მოადგილეს _ 2970 ლარი ექნებათ, კომისიის თავმჯდომარეს _ 2 420 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარეს _ 2 200, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს _ 1760 ლარი.
სხდომაზე ცნობილი გახდა ცნობილი, რომ ხელფასების გაეზარდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს.
საკითხის დამტკიცების შემდეგ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა დატოვა.
ხელფასების მატებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, რომელსაც “გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.