მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ლოს-ანჯელესელ უსახლკარო ვეტერანებს 25 სახლი აჩუქა.
ამერიკული მედიის ცნობით, შვარცენეგერმა ამ პროექტის განხორციელებისთვის 250 ათასი დოლარი გაიღო. პატარა სახლებში გაყვანილია ელექტროენერგია, გათბობა, დამონტაჟებულია კონდიციონერები. ვეტერანებმა შესახლება უკვე დაიწყეს.
ადგილი, სადაც სახლები დადგეს, შვარცენეგერმა თავად მოინახულა და ვეტერანებს გაესაუბრა.
[sexy_author_bio]