ვერძი
ისინი ძლიერად ზრუნავენ სხვა ადამიანებზე და კონკურენტული სულისკვეთების მიღმა, საოცრად მგრძნობიარე არსებები არიან. შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი, ერთ მომენტში საკუთარი წარმატებებით ტრაბახობდეს, ხოლო მეორე წუთს, უფასო სასადილოში გარბოდეს მოხალისედ.
თევზები
თევზები ფიქრობენ, რომ მათ კარგად გამოსდით მკაცრი იმიჯის მორგება, მაგრამ სინამდვილეში, ყველამ იცის, თუ რაოდენ თბილი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ყველამ იცის, რომ მათ ყველაზე დიდი გული აქვთ. ამის მიზეზი მარტივია: უკიდურესად თანამგრძნობი ხასიათის წყალობით, ისინი თავადვე პოულობენ იმ ადამიანებს, ვისაც მათი დახმარება სჭირდებათ. შემოქმედებითი ბუნების წყალობით კი, ზრუნვასა და სიყვარულის უჩვეულოდ გამოხატავენ. მაგრამ ზოგჯერ, მათ ავიწყდებათ, რომ სხვების მიმართ კეთილგანწყობისა თუ სიყვარულის გამოხატვა სისუსტის ნიშანი სულაც არ არის – უფრო მეტიც, ესაა ყველაზე დიდი ძალა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. ამიტომ შეწყვიტეთ მკაცრი ნიღბის ტარება და გამოავლინეთ საკუთარი სინაზე.
კირჩხიბი
არც კირჩხიბების ემოციების ამბავი წარმოადგენს დიდ სიახლეს. მაგრამ საიდუმლო ის არის, რომ ისინი იმაზე უფრო მზრუნველნი არიან, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. მათ იციან, თუ რაოდენ მოწყვლადები არიან საკუთარი ემოციების წყალობით, ამიტომ მუდამ ირგებენ უდარდელ, მხიარულ და ძლიერ ნიღაბს. თევზებისგან განსხვავებით კი, ამას იმდენად ოსტატურად აკეთებენ, რომ ხშირად, მათი დიდი გულის ამბავი, სამყაროს მერვე საოცრებად მოგეჩვენებათ. მაგრამ სინამდვილეში, დღე ისე არ გავა, რომ კირჩხიბებმა სხვა ადამიანებს სიკეთე არ გაუკეთონ და დახმარების ხელი არ გაუწოდონ. ხოლო თუ მოგეჩვენათ, მათი ხელი, ზედმეტად ძლიერია, გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მათი სიყვარულის უნარია. უნარი, რომლის წყალობითაც, სამყარო ბევრად უკეთესი და ადგილია.
[sexy_author_bio]