ახალი წლის შემდგომ ფასები საკვებ პროდუქტზე, უფრო ხორცეულსა და ბოსტნეულზე, კიდევ უფრო გაიზარდა.
დღეს, ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამი ქაფშია, („ხამსა“) , გასუფთავებული სახით, 8 ლარი ღირდა, ზოგან კი შვიდი. გაუსუფთავებელი კი 6 ლარი.
მომხმარებელი ხშირად ყიდულობს გასუფთავებული სახით, რის გამოც დღეს ბაზარში მყიდველ -გამყიდველებს შორის ურთიერთშელაპაკების ხმა ისმოდა.
_ერთი კილო „ხამსა“ რვა ლარი ღირს? მოგინდათ ვალების გასტუმრება ? თან 1. 30 ლარად ნაყიდი „ხამსათი“ ?_ იძახდა უკმაყოფილო მყიდველი.
_აბა, წადი და 30 თეთრიანი კომბოსტო იყიდე, 2 ლარი ღირს ახლა ერთ კილოგრამი, _ არ ჩამორჩა გამყიდველი.
მომხმარებელთა უკმაყოფილების ფონზე, „ხამსას“ ფასის მატების გამო, შედარებით იაფი იყო ერთი კილოგრამი ყველი, რომლის ფასი 11 ლარიდან იწყება. წინასაახალწლო პერიოდში კი ერთი კილოგრამი 16 ლარი ღირდა.
[sexy_author_bio]