ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის საზღვარზე ბელარუსის არმიის “მთელ კონტიგენტს” გააგზავნის, რადგან “უკრაინელებმა ბელორუსის საზღვრისკენ ჯარების გადასროლა დაიწყეს”, _ იუწყება pravda.com.ua.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა და რუსეთმა დიდი ხნის წინ გააკეთეს განცხადება ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ.
“ჩვენ იქ ბელარუსის არმიის მთელ კონტიგეტს განვათავსებთ. თუმცა, ეს არანაირ ოკუპაციასთან არ არის დაკავშირებული _ ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი საზღვრის დაცვას ვაპირებთ.
ჩვენ პირველებს არ მიგვიქცევია ყურადღება ჩვენი სამხრეთი საზღვრისთვის _ იქ უკრაინელებმა დაიწყეს ჯარების გადასროლა. ვერ ვხვდები, რატომ”, _ თქვა ლუკაშენკომ.