ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსმა ირმა გორდელაძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა:
„1200 ცალი წიგნი საჩუქრად ლიხაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მამა იოსებისაგან.
უნიკალური გამოცემები: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, გეოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ანტიკური პერიოდის ავტორები, “ქართლის ცხოვრება”…რომელსაც წლებია, აგროვებდა მამა იოსები, უანდერძა მომავალ თაობებს.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ…დაგვირეკა მამაომ, მე, მაიკოს და დოდოს…რომ დავბრუნდები მონასტერში, მოდით და წაიღეთ წიგნებიო. ეგება, მოვკვდე და ჯავრად წამყვებაო.
დღეს წამოვიღეთ ძვირფასი საჩუქრები და ლიხაურელი ახალგაზრდების თაობებს გაზრდის ეს ბიბლიოთეკა.
მადლობა მამა იოსებს, დღეგრძელობა, მამაო!“
[sexy_author_bio]