გურიაში ისევ გათოვდა. ამ წუთებში თოვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
მართალია, ახალი თოვლის საფარი, ჯერჯერობით, დიდი არ არის, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მოსული თოვლი ჯერ კიდევ უხვად დევს ეზოებსა და ქუჩების განაპირას. თანაც, სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა და არამდგრადი ამინდები თვის ბოლომდე გასტანს.