ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები მატულობს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 868 ტესტი გაკეთდა, რის შედეგადაც ინფიცირების 157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ოზურგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 13284 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12099 პაციენტი, გარდაცვლილია 92. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 1093 შემთხვევა.