ოზურგეთში კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ გამოვლენილია კორონავირუსის 13863 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12684 პაციენტი, გარდაცვლილია 92.
ამ დროისთვის აქტიურია 1067 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან ბინაზე 791, საკარანტინე სივრცეში 168, სტაციონარში კი 108 მკურნალობს.