იამზე ცინცაძეს ჩოხატაურში ყველა იცნობდა. ეს სანდომიანი ქალბატონი, თბილი და კეთილი ღიმილით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუშაობდა ჩოხატაურის საავადმყოფოს სამეანო განყოფილების მედდად. ქალბატონი იამზე გუშინ გარდაიცვალა. ჩოხატაურის სამედიცინო საზოგადოებას კიდევ ერთი პროფესიონალი გამოაკლდა.
თბილი, ლამაზი სიტყვებით ემშვიდობებიან ქალბატონ იამზეს კოლეგები, მეგობრები, ადამიანები, რომელთაც თუნდაც ერთხელ ჰქონიათ შეხება ქალბატონ იამზესთან, ასეთი კი ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი ოჯახი გაუხარებია მას.
ოლიკო გიორგაძე: ჩემო უფროსო მეგობარო, ჩემო უცნაურო იამზე, ვერ წარმომიდგენია სამეანო- გინეკოლოგიური განყოფილება შენ გარეშე და რა ვქნა… ჩვენ „ძველები” ვართო და… უყვარდი და ახლაც ძალიან უყვარხარ შენი სიკვდილით „ოლიკელას”.
სალომე თურმანიძე: ჩვენო იამზე, გული გვტკივა, გაგვანადგურე, დაგვაობლე, რა ვქნათ უშენოდ შენმა პირველმა და მეორე ექიმმა. ჩვენო მოფუსფუსე, მუდამ ენერგიულო, სიცოცხლით სავსევ. დაგვაკლდები, მოგვენატრები, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდები. მადლობა შენ გვერდით დგომისთვის, დედობისთვის, ბებიობისთვის, მეგობრობისთვის გემშვიდობებით, გვიყვარხარ, გვენანები.
მარინა ლიპარტია: ჩემო თბილო, მუდამ მოფუსფუსე, იამზიკო, როგორ უეცრად გაგვიფრინდი. თავზარდაცემული ვარ… უკანასკნელად მინდა გითხრა, როგორ მიყვარხარ… მაინც როგორ ახერხებდი ყველასთვის გულის სითბოს განაწილებას, ალბათ, ამიტომაც შეგარქვეს შენმა ახალგაზრდა კოლეგებმა ,,ბებიკონია”. მშვიდად განისვენე, ჩემო საყვარელო ადამიანო. ნათელი და სანთელი არასოდეს მოკლებოდეს შენს ხსოვნას. ძალიან მომენატრები.
ანა ლუხუტაშვილი: ჩემო იამზე შენ ის ტკივილი ხარ, რომელსაც წლები ვერ დამავიწყებს… შენ ჩემი ცხოვრების 24-წლიანი მეგობრული სულის ნაწილი ხარ, რომელსაც ტკბილი და დაუღალავი მეგობრობა ერთვის… ჩვენ ერთად ჩოხატაურის სამშობიარო სახლის დიდ და სასიყვარულო საქმეს ვეზიარებოდით ბრწყინვალე ექიმებთან ერთად… შენი ლამაზი სული ეხლა მატტანა…როგორ მენანები…. ერთგულო, ყველას მეჭირისუფლე, დაუღალავო მეგობარო… მაპატიე შორიდან გტირი, გაუფერულდა ჩემი ჩამოსვლის ფერი… ბევრმა საუკეთესო ადამიანმა გადაინაცვლა სამუდამო სახოვრებელში… ნატელი თქვენს სულს…
შეხვედრამდე, მეგობარო!
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი იამზეს გარდაცვლების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.