დღეს, სამტრედიაში, კორონავირუსი 198 პირს დაუდასტურდა. მათ შორის 9 მოსწავლე და 2 მასწავლებელია. აქედან სტაციონარში 2 მოქალაქე მკურნალობს, თვითიზოლაციაში 315 პირი იმყოფება. გარდაცვალების სულ 63 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 13 647 დადასტურებული შემთხვევაა.
2022 წელში 2 421 ინფიცირებული გამოვლინდა სამტრედიაში.
ეს ინფორმაცია ,, გურია ნიუსს” სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიაწოდა.
[sexy_author_bio]