ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ყოჩაღად მოულოდნელი პრობლემების მოგვარებისას და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში თავი ვერძებს, ლომებს, მორიელებსა და თხის რქებს უჭირავთ. ვერძი და მორიელი ხშირად თავად დაეძებენ ადრენალინის მისაღებად გარკვეულ სიტუაციებს, დაკავებული არიან სპორტით, ალპინიზმით ან სათხილამურო კურორტებზე ატარებენ ვიქენდებს. რაც შეეხებათ თხის რქებსა და ლომებს, ამ ადამიანებზე დაყრდნობა ნებისმიერი განსაცდელისას შეგიძლიათ. ისინი უბრალოდ აღმერთებენ სიტუაციას, როცა საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე.
ძალიან უჭირთ ექსტრემალურ სიტუაციაში კონცენტრაცია და ძალების მობილიზება კირჩხიბებს, კუროებს, სასწორებს და ქალწულებს. მათ შორის ყველაზე მეტად მწყობრიდან კირჩხიბები და კუროები გამოდიან მოულოდნელად თავსდატეხილი “ცუდი სიურპრიზების” გამო. ამ ადამიანებს უჭირთ დაუგეგმავ და არაპროგნოზირებად მოვლენებთან ემოციურად გამკლავება, მათთვის აუცილებელია ნაადრევი მობილიზიცია საიმისოდ, რომ პრობლემებს მომზადებულნი შეხვდნენ.
შესაბამისად, ექსტრემალური სიტუაციები შესამჩნევად აზიანებს ამ ხალხის ფსიქიკას. რაც შეეხებათ სასწორებსა და ქალწულებს ისინი უბრალოდ ქმედითუუნარონი ხდებიან ქაოსის, ხმაურისა და ნეგატიური მოვლენების გავლენის ქვეშ. ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა სწრაფად მოახდინონ რეაქცია და იზრუნონ გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზე.
[sexy_author_bio]