ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და რეალიტი-ვარსკვლავმა პერის ჰილტონმა, ვირტუალურ ონლაინსამყაროში კუნძული შექმნა, სახელწოდებით „Paris World“, სადაც ვიზიტორებს „Beverly Hills“-ზე მისი უძრავი ქონებისა და ძაღლის სასახლის ციფრული ვერსიების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
მსურველები ასევე ბილიკზე გაისეირნებენ, რომელიც ჰილტონისა და მისი მეუღლის, კარტერ რუმის ქორწილითაა შთაგონებული და კუნძულს მდიდრული სპორტული მანქანით ან „Sunray“-ის იახტით დაათვალიერებენ.
სხვა ვირტუალური თავშეყრის ადგილების მსგავსად, „Paris World“-იც, ვირტუალური ტანსაცმლის შესაძენად ან ჯეტ-თხილამურებით მგზავრობის დასაჯავშნად, მცირე გადასახადს მოითხოვს.
[sexy_author_bio]