ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო ცვლილებები დაგეგმა. მმართველი პარტიიდან უკვე დადასტურებული ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც საკადრო კარუსელში ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და ოთარ დანელია ჩაერთვებიან.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკის ბანკის პრეზიდენტის მოადგილის პოსტს დაიკავებს, ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოსტს სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩაიბარებს, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი თურნავას ამჟამინდელი მოადგილე, ოთარ დანელია გახდება.
თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დაემთხვევა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია რეალობას, მომავალი აჩვენებს.
წყარო: მთავარი არხი