https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანმოს ექსპერტი – პანდემია 2022 წელს არ დასრულდება

13:02; 5.02.2022
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება, თუმცა ორგანიზაციის ევროპის ბიუროში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს დასრულებული იქნება მისი „საგანგებო მდგომარეობის ფაზა“.

უნდა ჰქონდეთ თუ არა იმ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია, პანდემიის „საგანგებო მდგომარეობის ფაზის“ დასრულების იმედი და გეგმავს თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე არსებული ვაქცინების განახლებას COVID-19-ის ახალი შტამების წინააღმდეგ ეფექტურობის გაზრდის მიზნით, – ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა ისაუბრა.

– იმის გათვალისწინებით, რომ ახლა დღის წესრიგში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონია“, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მინდა გკითხოთ, რამდენად ეფექტურია უკვე არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ?

– უკვე არსებული ვაქცინები წარმოადგენს საუკეთესო ხელმისაწვდომ დაცვას „ომიკრონის“ წინააღმდეგ. ისინი უზრუნველყოფენ ვაქცინირებულ ადამიანს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და ფატალური გამოსავლის წინააღმდეგ საუკეთესო დაცვით, ისევე როგორც კორონავირუსის სხვა შტამების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ ცირკულირებენ. ამავე თემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ „ომიკრონით“ დაავადების შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი სწორედ იმის წყალობით არის, რომ ჩვენს რეგიონში ამდენი ადამიანი არის აცრილი. ვაქცინა უბიძგებს ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გაუმკლავდეს ვირუსს, რაც გვიცავს ჩვენ არა მხოლოდ იმ შტამებისგან, რომლებიც ახლა ცირკულირებს, არამედ, დიდი ალბათობით, დაგვიცავს მძიმე დაავადებებისგან, რომლებსაც მომავალში COVID-19-ის მუტირებული შტამები გამოიწვევს.

– რამდენადაც ვიცით, „ფაიზერი“ მუშაობს უშუალოდ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რომელიც მათი ინფორმაციით, მარტის თვისთვის მზად იქნება. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, როგორ მოხდება ვაქცინის გამოყენება -ადამიანები, რომლებიც უკვე აცრილები არიან, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზით, კიდევ ერთხელ, ამჯერად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან ? თანაც, მარტის ბოლოსთვის „ომიკრონი“ მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 80%-ს უკვე გადატანილი ექნება, რამდენად აქვს აზრი, რომ ადამიანები აიცრან უშუალოდ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინით, როცა მათ ეს უკვე გადატანილი ექნებათ ?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა COVID-19 ვაქცინის შემადგენლობის შესახებ თავის უკანასკნელ განცხადებაში აღნიშნა, რომ უფრო მეტი ვაქცინა იქნება საჭირო, რომლებსაც ექნებათ უფრო დიდი გავლენა ინფექციის გავრცელების პრევენციაზე, ასევე, მათ მიერ გამოწვეულ მძიმე დაავადებებსა და გარდაცვალების შემთხვევებზე.

იქამდე, სანამ მსგავსი ვაქცინის შემუშავება მოხდება, COVID-19-ის წინააღმდეგ უკვე არსებული ვაქცინების შემადგენლობას, შესაძლოა, განახლება დასჭირდეს, რათა მათ კვლავ შეეძლოთ ინფექციისა და დაავადებების წინააღმდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული დაცვის დონის უზრუნველყოფა. თუ მსგავსი განახლებული შემადგენლობის მქონე ვაქცინა კლინიკურ კვლევებში მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას დაადასტურებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტების ჯგუფი შეაფასებს კანდიდატ ვაქცინას და მხოლოდ მისი დამტკიცების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას ამ ვაქცინის გამოყენების შესახებ – წარმოადგენს რა ვაქცინის გამოყენების პერიოდებსა და დოზების რაოდენობას. იქამდე, სანამ განახლებული ვაქცინები არ შემუშავდება და ხელმისაწვდომი არ იქნება, შეუძლებელია მათი გამოყენების საუკეთესო სტრატეგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მხედველობაში მიღებაც.

– ქართველი ინფექციონისტებისგან ვისმენთ, რომ „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. საქართველოში უკვე შეამცირეს საკარანტინო პერიოდი სწორედ „ომიკრონის“ ბუნებიდან გამომდინარე. რამდენად საფუძვლიანია საუბარი იმაზე, რომ უკვე გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს?

– პანდემიის დასასრული ჯერ არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ნაკლები რაოდენობა რეგიონის მასშტაბით, გამკლავება გვიწევს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებელთან და შემთხვევების ზრდა იმდენად დიდია, როგორიც ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს.

„ომიკრონი“ „დელტა“ შტამს უპრეცედენტო სიჩქარით ანაცვლებს და ევროპის რეგიონში ინფიცირებულთა 31,8%-ის შემთხვევაში არის დადასტურებული, მაშინ, როდესაც წინა კვირას იგივე მაჩვენებელი 15%-იან ნიშნულზე იყო. ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფოები გადადგამენ დღეს და მომავალ კვირებში, განსაზღვრავს, როგორ განვითარდება „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროცესები. თუ ქვეყნები დააყოვნებენ „ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას იქამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ, რადგან მას შეუძლია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის დაცვა და გააგრძელეთ უკვე არსებული ზომების დაცვა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, როგორიც არის ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანცია, ხელების ხშირი დეზინფექცია და კარგი ვენტილაციის მიზნით ოთახის ხშირი განიავება.

– რა ეტაპზე უნდა მივიდეთ და რა იქნება ის გარდამტეხი წერტილი, როდესაც კოვიდს აღვიქვამთ ისევე, როგორც გრიპის ვირუსს? რა შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს არის არა პანდემია, არამედ ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი? თქვენი პოზიციაა, რომ ჯერ ნაადრევია მას ენდემური ვუწოდოთ, მაგრამ რა შემთხვევაში ჩათვლით დროულად?

– ჩვენ არ უნდა შევადაროთ COVID-19 გრიპს. COVID-19 ძალიან გადამდებია და ჯერ კიდევ შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, გაცილებით მეტად, ვიდრე გრიპი. კოვიდის გრიპის მსგავსად განხილვა მხოლოდ უბიძგებს ადამიანებს თავდაცვის საშუალებები შეასუსტონ და მათზე უარი თქვან, რაც უკანასკნელი რამ არის, რაც შეიძლება ახლა გავაკეთოთ.

გრიპისა და SARS-CoV-2 ვირუსი ორ ძალიან განსხვავებულ ოჯახს წარმოადგენენ სიმძიმის, გადადების სისწრაფის, მოწყვლადი ჯგუფებისა და სამკურნალო საშუალებების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, ძალიან ადრეა COVID-19 გამოვაცხადოთ ენდემურ დაავადებად. აქამდე ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასავლელი. დაავადების ენდემურობა განისაზღვრება ცირკულირების სტაბილურობითა და გავრცელების დონის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობით. კოვიდის შემთხვევაში კი ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიდი დოზის განუსაზღვრელობა. ვირუსი სწრაფად ვითარდება და ქმნის ახალ გამოწვევებს, ამიტომ ჩვენ ამ დროისთვის მას არ შეგვიძლია ვუწოდოთ ენდემური. გახდება თუ არა საერთოდ ეს ვირუსი ენდემური, დიდწილად ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ვაქცინის ათვისების მზარდი ტენდენცია, რომელიც ამასთანავე სამართლიანობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული რეგიონულ და გლობალურ დონეზე, იქნება გასაღები ამ ვირუსის ენდემურობისკენ.

– საინტერესოა, პანდემიის დასრულების კეთილსაიმედო პროგნოზი, გავრცელდება თუ არა იმ ქვეყნებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული?

– არა, როგორც უკვე ვთქვი, თუ ადამიანების დიდი რაოდენობა ნებისმიერ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინირებული, ეს პანდემია არ დასრულდება და როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, იმან, რაც ხდება ერთ ქვეყანაში, შეუძლია სწრაფად მოახდინოს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით ვაქცინების განაწილების არათანასწორობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოში.

ვაქცინების განაწილება რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ჩვენს რეგიონშიც და მერყეობს 95%-დან 32%-მდე. ჩვენ უნდა შევავსოთ ვაქცინის განაწილებისას არსებული ეს სხვაობა, თუ გვსურს, რომ ამ პანდემიიდან გამოვიდეთ.

იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს შევძლებთ პანდემიის „საგანგებო მდგომარეობის ფაზის“ დასრულებას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვირუსზე წნეხის შესანარჩუნებლად.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფასებს ევროპის რეგიონში ქვეყნების მიერ გამოხატულ სოლიდარობას, რომლის დროსაც 330 მილიონი დოზა ვაქცინის განაწილება მოხდა საჭიროების მქონე ქვეყნებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში მოწყვლად საზოგადოებას, შემოსავლის დონის გაუთვალისწინებლად, მიეწოდებოდეს ვაქცინის ყველა დოზა უფასოდ.

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინების მრავალფეროვანი არჩევანი და მარაგიცა, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ნდობის ნაკლებობა მოსახლეობაში, რაც ვაქცინირებულთა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელში გამოიხატება. ამ მიმართულებით რას შეიძლება აკეთებდეს და ვერ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

– ვაქცინის ათვისების პროცესში არსებული სხვაობის შესამცირებლად საჭიროა იმის გაგება, რატომ იკავებს ზოგიერთი ადამიანი თავს ვაქცინირებისგან. სხვა ინიციატივების პარალელურად, საქართველოში ტარდება ქცევითი შეხედულებების კვლევა, სპეციფიური ბარიერების დასადგენად, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც COVID-19-ით გამოწვეული დაავადებების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება იმგვარი კომუნიკაციის დამყარება და სერვისების შეთავაზება, რომელიც უპასუხებს ჯერ კიდევ აუცრელი ადამიანების კითხვის ნიშნებს ვაქცინასთან დაკავშირებით.

– ადამიანები, რომლებიც აცრაზე უარს ამბობენ, არგუმენტებს იშველიებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აცრის მიუხედავად ისინი მაინც ინფიცირდებიან, არიან გადამტანები, არის გარდაცვალების შემთხვევები აცრილებშიც და ინფიცირების შემთხვევები „ბუსტერის“ გაკეთების შემდეგაც. რას დაუპირისპირებდით ამ არგუმენტებს, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად ?

– არსებულ ვაქცინებთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის სარწმუნო წყაროების შერჩევა, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული.

ვაქცინის მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ყოველდღიურად ხდება. 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით ევროპაში, სწორედ ვაქცინაციის წყალობით. ვაქცინები აკეთებს იმას, რისთვისაც ისინი არის შექმნილი – ხელს უშლის მძიმე დაავადებების წარმოშობასა და გარდაცვალებას. ცხადია, რომ ვაქცინაცია ყოველთვის ხელს ვერ უშლის ინფექციის გავრცელებას, მაგრამ თუ ჩვენ ვართ სრულად ვაქცინირებულები, გაკეთებული გაქვს „ბუსტერ“ დოზა და შეგვხვდება COVID-19, ის არ იქნება სიცოცხლისთვის საშიში. მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც ინფიცირების დროს ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ, ძირითადად აუცრელები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარგად ჩავწვდეთ აუცრელი ადამიანების შეშფოთებასა და კითხვის ნიშნებს ვაქცინასთან დაკავშირებით, მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ მათ ქცევას და ამის შემდეგ ვუპასუხოთ მათ კითხვებს მეცნიერული მტკიცებულებებით.

– კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, იმის გათვალისწინებით, რა უარყოფითი გამოცდილებაც დაგროვდა ვაქცინების არათანაბარ განაწილების მიმართულებით მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, მედიკამენტების განაწილების პროცესში თუ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მონაწილეობას, რათა ეკონომიკურად არც თუ ისე ძლიერ ქვეყნებს გაუმარტივოს წვდომა მედიკამენტზე, თუ თითოეულ ქვეყანას პირადად მოუწევს მწარმოებელთან უშუალო კომუნიკაცია ?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთგული რჩება იმ პრინციპის, რომ ვაქცინა და მედიკამენტები თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ადამიანის საბაზისო უფლებაა და ჩვენ ვიცავთ ამას ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ხედვით: „ არ დატოვო არავინ უკან“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს აქვს მთელი რიგი ინიციატივებისა მედიკამენტებზე სამართლიანი და თანაბარი წვდომისთვის, მაგალითად „ოსლოს მედიკამენტების ინიციატივა“, რომელიც უზრუნველყოფს წევრ ქვეყნებს უკეთესი წვდომით ეფექტურ, ახალ, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე და არის თამამი ხედვა საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.

დამატებით, COVAX ისახავს მიზნად დააჩქაროს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და წარმოება და უზრუნველყოს სამართლიანი და თანაბარი წვდომა ყველა ქვეყნისთვის. 15 იანვარს COVAX-მა გასცა მემილიარდე დოზა ვაქცინა. COVAX მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან, მწარმოებელ კომპანიებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ, როდესაც ქვეყანა იღებს ვაქცინას, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ის მოსახლეობას სწრაფად მიაწოდოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

ზოდიაქოს ნიშნების ნეგატიური თვისებები

საუკეთესო წყვილები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო