ზუგდიდში დადიანების სასახლე გაძარცვეს. ეზოდან მოიპარეს ბრინჯაოს სკულპტურა “კოლხური ნანა”, რომელიც ცაიშში არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილით შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ დგას, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველებს მიმართეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები.